თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება
22-02-2020, 20:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, 23-29 თებერვალს შეიცვლება საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე:

 

 

• ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა;

 

 

• ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

 

 

• თაქთაქიშვილის ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მხოლოდ მარჯვენა მიმართულებით.

 

 

• არაყიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად, ასევე ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

 

 

შესაბამისად, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21,51,61,85 და მიკროავტობუსის N170 მარშრუტები, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე ხვდებოდნენ კავსაძის ქუჩიდან. 23 თებერვლის 12:00 საათიდან კი, აღნიშნული მარშრუტები ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით, ხოლო ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს, ნაცვლად თაქთაქიშვილის ქუჩისა, დაუკავშირდებიან არაყიშვილის ქუჩით.

 

 

ავტობუსის N66 მარშრუტი, რომელიც მირცხულავას და ფალიაშვილის ქუჩების გავლით ირაკლი აბაშიძის ქუჩას უკავშირდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, დაუკავშირდება კავსაძის ქუჩას.

 

 

ხოლო ავტობუსის N83 მარშრუტი, რომელიც მრგვალი ბაღიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, გადაკეტვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება არაყიშვილის ქუჩით.

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად მოძრავ სხვა მარშრუტებს, რომლებიც სარგებლობენ ავალიშვილის ქუჩით, ცვლილებები არ შეეხებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი