ჰილარი კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო პირველად იხდის ბოდიშს.
"ეს იყო შეცდომა, ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო. პასუხისმგებლობას ვიღებ მომხდარზე", - განაცხადა კლინტონმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დემოკრატიული პარტიიდან აპირებს. როდესაც კლინტონის მიერ პირადი ფოსტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკანონოს არაფერს აკეთებდა.
გასულ კვირას კი კლინტონმა კითხვაზე, ნანობდა თუ არა პირადი ფოსტის გამოყენებას სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ნანობს მხოლოდ იმიტომ, რომ ამან მოსახლეობა დააბნია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონი 2009-2013 წლებში სახელმწიფო ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობდა, ის პირად ელ-ფოსტას იყენებდა, რაც აშშ-ს ფედერალური კანონის დარღვევაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.