საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, ოფიციალურმა სტუმრებმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იუნკერების გმირობა სამაგალითოა. „იუნკერების თავდადება ჩვენი ახალგაზრდობისთვის მაგალითია იმისა, რომ ყოველთვის უნდა ვისწრაფოდეთ იდეისკენ. ჩვენი მთავარი იდეა არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც, თითქმის 100 წლის წინ, იუნკერებმა თავი შესწირეს. ჩვენ მომავალი თაობა იუნკერების ისტორიებით უნდა აღვზარდოთ. მჯერა, რომ ისინი გაითვალისწინებენ იუნკერების, მართლაც, გმირულ ისტორიებს. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი იდეებით აღვზარდოთ მომავალი თაობა“, - განაცხადა მან.
პარლამენტის შიდა ეზოში წარმოდგენილი იყო იუნკრების ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე, ასევე იუნკრების შთამომავლები, ჩოხოსნები და საპატიო სტუმრები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.