ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი გიორგი კვირიკაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას წარმატებას უსურვებს.
"იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში, საქართველო ეფექტიანად გაუმკლავდება საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რაც სრულ თანხვედრაში იქნება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან", - აცხადებს ტორბიორნ იაგლანდი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიმართ ევროპის საბჭოს სრულ მხარდაჭერაში არწმუნებს, რაც, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, "მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთელ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას", - აღნიშნულია წერილში, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.