ახლა არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელე, იმიტომ, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობას ავიამიმოსვლებთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება მოსთხოვოს.
„ჩემი შვილი ცხოვრობს თბილისში, თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უკვე პრაქტიკულად მომდგარია საქართველოს კარებს, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში, სადაც ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული და ბევრად მეტი არის დაავადებული. ირანთან ჩვენ გვაქვს აქტიური ავიამიმოსვლა, ირანის უამრავი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, ჩვენები დადიან ბევრს ირანში, ამიტომ, რაც უნდა გაკეთდეს და რაც უნდა მოვთხოვოთ ახლა ვაი-მთავრობას, საქართველოს ამ დამაქცევარ მთავრობას, არის ირანთან ავიამომისვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალაქეების შემოსვლის დროებით შეზღუდვა საქართველოში, პირდაპირ რომ ვთქვათ, აკრძალვა და ასევე ირანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეების საგულდაგულოდ შემოწმება დამატებით, იმიტომ, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ დიდი რისკის მატარებლები, ხოლო რაც შეეხებასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ისინი შემოდიან ირანიდან, ასევე მათი არ შემოშვება საქართველოში. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არმოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა, ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ ვითომ რა წითელი კოჭი ვართ და რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად?! და ახლა დამგმეთ ფეისბუქზე, მე საერთოდ არ მაინტერესებს, უნდა გავაკეთოთ ის, რაც სწორია, რაც გადაარჩენს ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და ააცილებს მათ ყოველგვარ რისკს“ , - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.