ივანე მაჭავარიანი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა
24-02-2020, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას აცნობა.

 

 

„უნდა გაცნობოთ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, რათა დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, რადგან ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი. არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობდი, რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე. მე ვხელმძღვანელობდი რეგლამენტით და გავაგრძელებ ასე. რეგლამენტი რეაგირების რა მოცემულობასაც ქმნის, ვფიქრობ, კომიტეტის ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს. ამ რეაგირებაში რას ვგულისხმობ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეაგირება უნდა მოყვეს ასეთი ტიპის საკითხების გაგრძელებას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი