საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, უშუალოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნებული ფერმერი გიორგი მჭედლიძე 200 ჰექტარზე სასტუმრო და სარესტონო კომპლექსის, ჩოგბურთისა და გოლფის მოედნების მშენებლობას და ნუშისა და კაკლის ბაღების გაშენებას შეუდგა. ამ ადგილას მოეწყობა ასევე ხელოვნური მთა, საიდანაც ცხინვალის ხედების დანახვა იქნება შესაძლებელი.
„ამ ქვეყნის საშველი ერთ რამეშია, ძლიერ ეკონომიკაში. თუ ის საოკუპაციო ზოლი ჩვენ თვალში გვხვდება, გულში გვხვდება და გტკივა, ერთადერთი საშველი ძლიერი ეკონომიკაა, რომელიც ანგრევს ყველაფერს“, უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ გიორგი მჭედლიძემ.
ამ დროისთვის სამჯუშაოები 200 ჰა-ზე ხორციელდება. უშუალოდ საოკუპაციო ხაზთან აშენდება 18-საწოლიანი სასტუმრო, რესტორანი, სადაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციით მოემსახურებიან მომხმარებლებს. ამ ტერიტორიზე განთავსდება ჩოგბურთისა და გოლფის მოედნები, აშენდება ტბა, სადაც იხვებს გაუშვებენ, გაშენდება 650-მეტრიანი ხეივანი, კაკლისა და ნუშის ბაღებით, რომელიც ღამით სპეციალური სანათებით იქნება განათებული, ასევე გაიყიდება ლიცენცირებული „სტარბაქსის“ ყავა.
ხეივანის სიგრძე ჯამში 2 კილომეტრი იქნება, მოეწყობა ტბები და ჭალები, სასეირნო ბილიკები.
„მე, ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნისა, ამ სოფელში დაბადებულ-გაზრდილს, მომეცა შანსი, მომეცა ბედნიერება, გამეზიარებიდნა ამერიკის ინოვაციები, მიმეღო განათლება ამერიკაში და მესწავლა ტექნოლოგიები და როცა მე ამ ყველაფერს მივაღწიე, მაშინ მივხვდი, რომ მე ვალდებული ვიყავი ჩემი სამშობლოს წინაშე. მე რიგითი ჯარისკაცი ვარ ამ ქვეყნის, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქედან წავედი მერე უცხოეთში - მე ადგილობრივი ვარ, ადგილობრივი გლეხი“, აცხადებს გიორგი მჭედლიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.