საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე, საგზაო სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ.
კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
„დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის, ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა. მანამდე მოვთხოვეთ ჩინელ კონტრაქტორებს, რომ შეაჩერონ ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე,“ – აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ირაკლი ქარსელაძემ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე, შეიმუშავებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კომპანიებისათვის და დამატებით მონიტორინგს განახორციელებს მათ შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს დაავადების პრევენციის ყველა წესი.
„მოვისმინეთ ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება მართვის და კარანტინში განთავსების საკითხები. უკვე გადავწყვიტეთ, რომ შედგება დამატებითი ჯგუფები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს,“ – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ეკა გოლიაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.