ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ, - განაცხადა „დამოუკიდებელი დეპუტატები-ს“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანზე.
როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლა პარლამენტის წევრების შეურაცხყოფაა. მისივე თქმით, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხაა მოპარული და სავარაუდოდ, ამაში ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და ივანიშვილის გარემოცვაა ჩართული.
„ბუნებრივია, ამას პროკურატურა ხელს აფარებს. ამ ფაქტს ოდესღაც ხომ გამოვიძიებთ? ფიქრობენ, რომ სულ შოთაძე დაიცავს? შოთაძე თვითონ იქნება პასუხისგებაში მისაცემი. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა. პრობლემები სიღრმისეულადაა. სისტემური პრობლემებია. მე გამირბიან კითხვების დასასმელად. ამ კითხვებს რამდენი ხანი გაექცევიან და ვინ გადაფარავს მერე? ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.