მიხეილ ჩხენკელი: „საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში“
24-02-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

 

„ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მძლავრი სტიმული იქნება. ჩვენი ქვეყნის სტუმრები შეძლებენ აღმოაჩინონ საქართველო, როგორც უმდიდრესი კულტურისა და დიდებული ისტორიის ქვეყანა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურა – ჩვენი მთავარი საგანძურია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრები შეძლებენ თვალნათლივ დაინახონ, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში.

 

 

კულტურული მარშრუტები ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული პროგრამაა და მასში გაწევრიანებულია 47 ქვეყანა. ამ პროგრამაში საქართველოს აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯია ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ პროგრამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს და სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროექტებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ეს, რასაკვირველია, მათ კიდევ უფრო გაუღრმავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნას და თითოეულ მათგანს სიამაყით აღავსებს. გარდა ამისა, პროგრამა ძალიან დიდ როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის დროს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი