უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს არ ესმის, რატომ აკრიტიკებს ოდესის გუბერნატორი უკრაინის მთავრობას.
„მე არ ვიცი, რა ამბიციები აქვს მას, პრეზიდენტის თუ პრემიერის, ამის შესახებ მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არა მგონია, რომ მთავრობის კრიტიკით მან რაიმე პოლიტიკური ქულები მოიპოვოს. უკრაინის მთავრობის მუშაობას ყველა – საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაწყებული და ევროკავშირით დამთავრებული, დადებითად აფასებს“, – განაცხადა კვიტაშვილმა ტელეკომპანია ТСН-ის ეთერში.
კვიტაშვილის განცხადებით, საქართველოში რეფორმები ხელისუფლების ერთიანობის გამო იყო წარმატებული – პრეზიდენტიც, პრემიერიც და პარლამენტიც შეთანხმებულად მუშაობდნენ. უკრაინაში კი უფრო რთული სიტუაციაა და აქ ცვლილებები უფრო ნელა მიმდინარეობს.
კვიტაშვილს ასევე მიაჩნია, რომ სააკაშვილი იმედგაცრუების პირობებში აღმოჩნდა, რაც მისი სურვილები შესაძლებლობას არ შეესაბამება. „ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც სწრაფ ცვლილებებს არის შეჩვეული, აქ კი ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოსდის“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა არსენი აიცენიუკის მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ოლიგარქები აკონტროლებენ. საპასუხოდ, იაცენიუკმა სააკაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.