”სუს-ი უსმენს, უთვალთვალებს და იწერს ნებისმიერ ადამიანს, ამით არსებობის გახანგძლივებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ,” - ეს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა", გიორგი გაბაშვილმა გააკეთა.
”სუს-ი უთვალთვალებს, სუს-ი იწერს, სუს-ი უსმენს. 100 000-მდე მოქალაქეს უსმენენ ერთდროულად და სისტემატურად. ყველას უსმენენ, ყველას უთვალთვალებენ. ამ მეთოდებით არსებობის გახანგძლივება უნდათ, მაგრამ ამ მმართველობას ვეღარ გაიხანგძლივებენ ეს ადამიანები, რომლებიც უკეთეს ცხოვრებაზე, თავისუფლებაზე და გამდიდრებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერაფერი შეძლეს... მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლების შემდეგ არ შეიძლებოდა, ვინმეს უფრო მეტი თავისუფლება, გახსნილობა და დემოკრატიული სტანდარტები შემოეტანა. გვქონდა რეფორმები, მაგრამ იყო პრობლემური საკითხები. თუმცა, ამ ადამიანებმა ყველაფერი ჩამოაქციეს. ყველაფერი ერთი ოლიგარქის, ივანიშვილის მონობის ქვეშ მოაქციეს,” - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა თოქ-შოუ "არჩევანში" საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.