აშშ-ში საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე გამართულ დისკუსიაში
25-02-2020, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ელჩმა ამერიკაში, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ში რუმინეთის საელჩოში გამართულ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (The Center for European Policy Analysis) მიერ ორგანიზებული სალონური ტიპის საპანელო დისკუსიაში: “Challenges for Securing the Black Sea: One Flank, One Presence?”, რომელიც მიეძღვნა მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემატიკას.



დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, ისევე როგორც იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. აღინიშნა რეგიონში აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა; ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში აქტიური თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.

 


დისკუსიაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ აშშ-ში რუმინეთის ელჩი გეორგ მაიორი, აშშ-ში მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული კაროლინა პერებინოსი, აშშ-ში ბულგარეთის ელჩი ტიჰომირ სტოიჩევი, აშშ-ში უკრაინის ელჩი ვოლოდიმირ იელჩენკო და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ გენერალ პერშინგის სახელობის სტრატეგიული კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენჯამინ ჰოჯესი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ამავე კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ელჩი რეკა შჟემერკენი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი