ეს არის პოლიტიკური დავალება, ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს, - განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
„ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, რადგან თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები. ჩვენი ოჯახი დანებებას არ აპირებს, მიხეილ კალანდიამ თავის სიტყვაში მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი ბოლომდე იბრძოლებს. დრო მოვა და იგი თავის სათქმელს იტყვის და ჩვენ სამართალს მივაღწევთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.