ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს, საქართველოსა და ინდოეთს, საქართველოსა და სერბეთს შორის გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში შესული ცვლილებების სინთეზირებული ტექსტები.
აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის (MLI) ძალაში შესვლის შედეგად შესული ცვლილებები.
კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს. მისი მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში.
სინთეზირებული ტექსტები მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაერთიანებული სამეფოს, ინდოეთისა და სერბეთის შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.