საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც მიმართულია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ადამიანების გატაცებების გახშირებულ ფაქტებზე, გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევბზე. მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.