ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყობა საძინებელი და სათამაშო ოთახები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 12441 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. 2013 წლიდან დღემდე, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ორი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ საბავშვო ბაღს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.