დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
25-02-2020, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარიმართა საუბარი ევროპის საბჭოში საქართველოს თავჯდომარეობის პრიორიტეტებზე და თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე.



შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრიორიტეტებს, რომელიც ეხმიანება და ხელს უწყობს ორგანიზაციის წინაშე არსებული ცალკეული გამოწვევების დაძლევას.



განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ შორის 27 თებერვალს სტრასბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს “გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები” ეძღვნება, აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს მხრიდან დასახელებული ინოვაციური პრიორიტეტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ორგანიზაციის ასევე წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.


აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი