სახელმწიფო 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან იწყებს
09-09-2015, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთში რთველი იწყება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო, დაპირებისამებრ, 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან იწყებს.


ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო – დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება.


რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან, რასაც შესაბამისად სხვა სახელმწიფო ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი, რაც ჯამში 60 თეთრს შეადგენს. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს სახელმწიფო გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს. აღნიშნულის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მოსახლეობას დეტალების დასაზუსტებლად შეუძლია მიმართონ მათ – თუ რომელ საწარმოში რომელი ჯიშის ყურძენი შეუძლიათ ჩააბარონ. 9 სექტემბრისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 56 ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.


ამასთან ერთად, მევენახეს შეუძლია საკუთარი ყურძენი კერძო კომპანიებსაც ჩააბარონ. რამდენიმე კერძო ღვინის კომპანიამ უკვე შეისყიდა მოსახლეობისგან ყურძენი. რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ცხელ ხაზზე – 2 47 01 01, ან ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.georgianwine.gov.ge


მიმდინარე წელს, მიუხედავად აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალისა, შარშანდელთან შედარებით ყურძნის უხვი მოსავალია. ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი