პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ბოლოჯერ შემოვედი აქ, ეს არის ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს მის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა გადაცემა „რეაქციაში" სატელეფონო ჩართვის დროს „ევროპული საქართველოს" დაკავებულმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რა იყო მისი პირველი სათქმელი მატროსოვის ციხიდან.
როგორც უგულავამ განაცხადა, მას შეუძლია ნაძლევიც დადოს, რომ არჩევნები დაახლოებით 2012 წლის არჩევნების შედეგით დასრულდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას ივანიშვილი წააგებს.
„ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ, ამის წინაპირობა ჩანს, იმიტომ, რომ შეუძლებელია, თუ ივანიშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდება ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ან კორექტირების ხარჯზე ანუ რუსეთისკენ გადახრის ხარჯზე, შეუძლებელია სხვანაირად, იმიტომ, რომ პოლიტიკური ლოგიკაა ასეთი, პოლიტიკური ცხოვრებაა ასეთი, გინდა საერთაშორისო, გინდა შიდა და ამას საზოგადოება არ გაუშვებს, ეს არ არის ლიტონი სიტყვები, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ხშირად ოპოზიციის ერთიანობა რაღაც სადღეგრძელოს გავდა ხოლმე, სადღეგრძელოს, რომელიც მერე ანეგდოტში გადადიოდა მაგრამ დღეს ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება მით მეტად შეიკვრება ოპოზიცია, ეს ერთი, და მეორე, რაც მთავარია, ყველა ვინც იმ ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდასთან ზის არამარტო ერთობის სადღეგრძელომ გააერთიანა, ისინი პრაგმატულადაც არიან გაერთიანებული, თითოეულ პარტიას პრაგმატულად სჭირდება იქ ყოფნა იმიტომ, რომ ივანიშვილთან შეუძლებელია თანამშრომლობა, ივანიშვილმა ისეთი პირი გატეხა და ისე შეირცხვინა თავი გარეთ და ქვეყნის შიგნით, უბრალოდ მას პარტნიორები ვეღარ და აღარ ჰყავს, ჩვენ ვხედავთ იმ განწირულ მოლაპარაკებებს ცალკე, მაგრამ ყველაფერი წყალში იყრება, რადგან მისი ნდობა არის პლინტუს ქვევით. ამიტომ ეს ბრძოლა არის სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში ივანიშვილი განწირულია და მე შემიძლია ნიძლავიც დავდო, რომ დაახლოებით 2012-ის შედეგით დამთავრდება არჩევნები, ოღონდ პირიქით, ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქვეყანა განვითარების გზაზე გავა“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.