კახა კალაძე: „უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ“
26-02-2020, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

 

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა. 

 

 

„როგორც იცით, გლდანის  რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა - კომპანიას დაევალა, რომ ყველაფერი თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან განცხადებებიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. 

 

 

„მინდა, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო - კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ მეტს არაფერს გთხოვთ. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები - არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა. ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კომპანიას თავისივე ხარჯებით ორივე ქუჩის მოწესრიგება მოუწევს. ეს ქალაქი მარტო ჩემი, მთავრობის წევრების არ არის. ეს ქალაქი ყველასია და თქვენგანაც გვჭირდება თანადგომა, რომ ერთად გავალამაზოთ და მოვაწესრიგოთ ის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ორივე ქუჩა მოწესრიგდება და სალაპარაკო არ გახდება. 

 

 

მინდა, გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ დავავალო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს და რაც არის საჭირო ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. თუ არ გაქვთ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, დაანებეთ თავი და ტენდერში მონაწილეობას ნუ მიიღებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი