რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ჩატარების თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.
„დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება, გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც გაქვთ. ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს, შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად და როგორ გაიმართება სესია, ერთი დღე მოვითმინოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„თუ ეს ჩატარდება თბილისში, უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან, ასევე შევასრულოთ ვალდებულებები, რასაც გულისხმობს ჩვენი კანონი. ეს არის პრინციპი და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძემ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის გამართვის ადგილსა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სტრასბურგში დღეს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.