თინათინ ხიდაშელმა ევროპაში სამუშაო ვიზიტი პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
09-09-2015, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში სამუშაო ვიზიტი პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. თინა ხიდაშელმა და ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ოფიციალური თბილისის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არსებული ვითარებაც შეაფასეს და საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატო-სთან თავსებადობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კოლეგასთან 2016 წლის ნატო-ს "ვარშავის სამიტზე" და საქართველოსთვის სამიტის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ზუსტად ესმოდეთ რეგიონში არსებული რეალური ვითარება და იმ გამოწვევების სიმძიმე, რომელშიც დღეს საქართველოა.


თინათინ ხიდაშელის თქმით, საქართველო ბუნებრივად წარმოადგენს ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და დაუშვებელია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების განცალკევებულად განხილვა. ამ გზაზე, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ნატო ინტეგრაციის პროცესში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი