დაბა მესტიასა და ჭუბერში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები იგეგმება
26-02-2020, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2020 წლის 6 მარტს, დაბა მესტიაში და 2020 წლის 7 მარტს ჭუბერში, იგეგმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები.

 


სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტდება ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური ექიმებით (ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი-მამოლოგი, ექიმი-რადიოლოგი, დერმატოლოგი).

 


საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტის სკრინინგი.

 


ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცემა მედიკამენტები.
დაბა მესტიაში ღონისძიება ჩატარდება „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების“ შენობაში 6 მარტს 10 საათიდან 17 საათამდე.
ჭუბერში აქცია ხორციელდება ჭუბერის ამბულატორიის შენობაში 7 მარტს 10 საათიდან 16 საათამდე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი