ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელების (ტენდერით ან გამარტივებული გზით) შემაჯამებელ შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს დეპუტატები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა დამსწრეებს გააცნო შემაჯამებელი შეხვედრის ძირითადი ამოცანები, შერჩეული პროექტების ტენდერით ან გამარტივებული გზით განხორციელების პრინციპები. იმსჯელეს დასახლებებში შერჩეულ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.