ეკატერინე ტიკარაძე - ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხეც არ არსებობს
27-02-2020, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხეც არ არსებობს - განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, ვირუსის დროულმა აღმოჩენამ შემდეგი გავრცელების რისკი შეამცირა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

 

 

„28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გუშინ დღემდე არ დაფიქსირებულა საქართველოში გავრცელების არც ერთი შემთხვევა და ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა საშუალება, აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა - 1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია. 5 არის ირანიდან - 1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინში განთავსება, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადსხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით",- განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი