შალვა ნათელაშვილი: „ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, არ დაკეტა საზღვარი, გათვლა არის ის, რომ გადაიტანონ ხალხის ყურადღება აქტიური საპროტესტო აქციებიდან“
27-02-2020, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედის გამოვთქვამ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ღმერთი დაიფარავს, როგორც ადრე და ეს ყველაფერი ჩაივლის უპრობლემოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ბრძოლას, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

როგორც მან აღნიშნა, კოროვანირუსი არის ჩვეულებრივი გრიპი და სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივ გრიპში.

 

 

„ხელისუფლებამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გაწირა ხალხი, არაერთგზის მოწოდებისა მან არ დაკეტა საზღვარი ირანთან, შედეგად კორონავირუსი უკვე საქართველოშია. გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ, გადაიტანონ ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან, აქტიური საპროტესტო აქციებიდან და მიტინგებიდან სასიკვდილო ინფექციაზე. ვარწმუნებ ივანიშვილის რეჟიმს, ვერანაირი ვირუსომანია მათ ვერ გადაარჩენს, ახლა მაინც კეთილი ინებეთ, დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა, სამწუხაროა, როდესაც ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გვჭირდება ბრიფინგები, რომ სასიკვდილო ვირუსი მაინც გააჩერო. ეს პროპორციული არჩევნები ხომ არ არის, არაფერი არ უნდოდა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც კიდაკეტა საზღვარი ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა. ჩვენი ხალხი პანიკიორი არ გახლავთ. მინდა კიდევ აღვნიშნო, რომ ეს ვირუსი გახლავთ ჩვეულებრივი გრიპი, სასიკვდილო შედეგები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ გრიპში, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსაცილებელი გვყავს მთავარი ვირუსი, მისი გვარია ივანიშვილი, ბიძინოვირუსი, სწორედ ეს ვირუსი უნდა მოვიცილოთ, რის შემდეგაც ნებისმიერი ინფექციური დაავადება ვერაფერს ვეღარ შემოგვბედავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ფონზე ოპოზიციის აქციას საფრთხე არ ემუქრება, რადგან 4 აპრილამდე პიკი ჩაივლის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი