უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ახალგაზრდა მეცნიერებს უმასპინძლა და მათთან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერებისა და კლასტერული მიდგომის შესაძლებლობები განიხილა.
შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მეცნიერთა კორპუსის გაახალგაზრდავება, ამ პროცესის დაგეგმვა და წარმართვა კი სწორედ ახალგაზრდა მეცნიერთა აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ახალგაზრდა მეცნიერებს უმასპინძლა და მათთან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერებისა და კლასტერული მიდგომის შესაძლებლობები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ, რომლის სრულყოფა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, მნიშვნელოვანია სამინისტროს ხელთ არსებული ყველა რესურსის კონსოლიდაცია და მიზნობრივად ამოქმედება პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების წახალისების მიზნით.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მინისტრის მოადგილეს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს მეცნიერების განვითარების შესახებ და ის საჭიროებები გამოკვეთეს, რაც სამეცნიერო სივრცეში მათ სრულ ინტეგრაციასა და კვლევის წარმართვას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის შესახებაც ისაუბრა და კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრას, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ნიკო კეცხოველის, ივანე ბერიტაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიანტები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) თანამშრომლები, საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრები და სოფლის მეურნეობის აკადემიის სტიპენდიანტები ესწრებოდნენ.
მეცნიერების განვითარების პოლიტიკის დასაგეგმად მიზნობრივ ჯგუფებთან მომდევნო შეხვედრების ფორმატიც განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.