ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის წინმსწრებად გაიმართა.
ვიქტორ დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს აღნიშნული სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე ესაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან” მნიშვნელობაზე. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ელჩს აღნიშნულ ფორმატში შეხვედრის ორგანიზებისთვის და განაცხადეს, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველია, რომელმაც ამგვარი შეხვედრა მოაწყო. მათ ასევე ისაუბრეს მათი ორგანიზაციების პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.