ამირან გამყრელიძე: „გადაკოცნას მოვერიდოთ, სჯობს, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“
27-02-2020, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 ადამიანია, 5-ის პასუხი შუადღისთვის იქნება, დანარჩენი 5 გამოკვლეულია და როგორც ცნობილია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი, -  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

 

 

„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, როგორც იცით, ჩინეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების ჯგუფი მოვათავსეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში, საიდანაც 3 ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებში. ეს პირობები წინასწარ იყო შესწავლილი და მათ მიეცათ უფლება თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მან მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

 

„ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში, მოლეკულური კვლევებით 41 ნიმუშია გატესტილი, დადასტურებულია 1 შემთხვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი