ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა
09-09-2015, 08:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ავიაკვირეულის გახსნას დაესწრო.


ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ასევე საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული და სამეცნიერო ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საერთაშორისო საზოგადოება „ალექსანდრე ქართველის“ პრეზიდენტმა, ლელა ქართველიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ქართველი ავიატორის ბიოგრაფია გააცნო და მის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.


მანვე დედაქალაქის საკრებულოს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ,,საერთაშორისო საზოგადოების’’ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებულ სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელს მიანიჭებენ.


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის მზადაა, მისი კომპეტენციის ფარგლებში პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ქართველებს.


,,ალექსანდრე ქართველის სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს პრემიერ – მინისტრის ინიციატივით, ბათუმის აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი ეწოდა. თბილისში რამდენიმე წელია არსებობს მისი სახელობის ქუჩა, გასულ წელს ტაბიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე ასევე გაიხსნა მემორიალური დაფა, თუმცა ალექსანდრე ქართველის ღვაწლის კიდევ ერთხელ დასაფასებლად და მისი სახელის უკვდავსაყოფად აუცილებლად მიმაჩნია, საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებულ სკვერს ეწოდოს ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელი. აღნიშნულ საკითხს უკვე დადებითი რეკომენდაცია მისცა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ. მიმაჩნია, რომ ჩემი კოლეგები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე საავიაციო ქარხნის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ცნობილი ავიაკონსტრუქტორის სახელის მინჭებას ერთხმად დაუჭერენ მხარს“,- განაცხადა ლია ჯახველაძემ. ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 19 სექტემბერს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი