კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდნენ
27-02-2020, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა და ჯგუფის წევრებმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ჩანგ დაესუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს და კორეული მხარე მზადაა ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიურად და აქტიურად განავითაროს.

 

 

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და თბილისში კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის სრულფასოვანი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სეულში მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი იგეგმება, რაც ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

 

შეხვედრაზე, რომელსაც მეგობრობის ჯგუფის წევრები ენძელა მაჭავარიანი, გიორგი თოთლაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრნენ, მხარეები სამომავლო ურთიერთობების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩანგ დაესუსმა საქართველოს პარლამენტის სასახლე დაათვალიერა და კორეის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი სტამბა მოინახულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი