გიორგი მარგველაშვილი კახში: როდესაც ნახულობ შენს ხალხს, შენს კულტურას, გული სიამაყით გევსება
13-02-2014, 21:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ გაბალადან კახის რაიონს ესტუმრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელმა ქართველებმა ქვეყნის პირველ პირს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. პრეზიდენტის პატივსაცემად, ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ქართული სიმღერებიც შეასრულა. გიორგი მარგველაშვილმა ტაძარს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა კახში ქართულ დიასპორასთან გამართა შეხვედრა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მათ მშობლიური ტრადიციების შენარჩუნებისა და ორი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

 


"შეხვედრა ძალზე ემოციური იყო. როდესაც ჩადიხარ და ნახულობ შენს ხალხს, შენს კულტურას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ორი მეგობარი ქვეყნის განვითარებაში, გული სიამაყით გევსება. გიხარია, რომ ისინი ასე ამდიდრებენ სხვა ქვეყნის კულტურასაც. ეს ადამიანები აზერბაიჯანის ღირსეული მოქალაქეები არიან და ამ ქვეყნას აძლიერებენ. ჩვენი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ხალხით ძლიერდება აზერბაიჯანი. ჩვენ ვამაყობთ აზერბაიჯანის ქართველობით, ზუსტად ისევე, როგორც ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელი მოქალაქეებით", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანული მხარის მიერ ახლად გარემონტებულ ქართულ სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ ქართულენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა.

 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა აქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები მოინახულა.

 


საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9369 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი