2020 წლის 26 და 27 თებერვალს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერ-შეტევაზე იმსჯელეს.
ორივე სხდომაზე ქართული მხარის მიერ დელეგაციებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერ-შეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კიბერ-შეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის განცხადებებით კიბერ-შეტება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას. საქართველოს დელეგაციის განცხადებით, აღნიშნული კიბერ-თავდასხმა წარმოადგენს საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.
ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიის, ლიეტუვას და უკრაინის დელეგაციებმა, რომელთაც ერთხმად დაგმეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-შეტევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.