სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა კოლეგასთან, დავით ტონოიანთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.