სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად, იტყობინება BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით.
ყველაზე მეტი ადმიანი გარდაიცვალა ქვეყნის დედაქალაქ თეირანსა და ქალაქ ყომშია, სადაც „კოვიდ-19“-მა პირველად იფეთქა. თეირანში ინფექციით დაავადებულთა შორის არიან ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ორი დეპუტატი.
გარდაცლილთა შესახებ ეს ციფრები 6-ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალური, რომელიც პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსს ირანში ამ დრომდე 34 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 83,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2,800-ს შეადგენს და მათგან, გასული წლის დეკემბერში გამოჩენილ ახალ ვირუსს აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.