ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა.
სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ორივე კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეხვდა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი მილები ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პროექტების განხორციელებით, არსებული პრობლემა 68 ოჯახს მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 88 840 ლარი გამოყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.