ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა
29-02-2020, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატს ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ის შაბათს, დილით დაიღუპა. 

 

 

BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად,.

 


ყველაზე მეტი ადმიანი გარდაიცვალა ქვეყნის დედაქალაქ თეირანსა და ქალაქ ყომშია, სადაც „კოვიდ-19“-მა პირველად იფეთქა. თეირანში ინფექციით დაავადებულთა შორის არიან ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

 


გარდაცლილთა შესახებ ეს ციფრები 6-ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალური, რომელიც პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსს ირანში ამ დრომდე 34 ადამიანი ემსხვერპლა.

 


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 83,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2,800-ს შეადგენს და მათგან, გასული წლის დეკემბერში გაჩენილ ახალ ვირუსს აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში ემსხვერპლა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი