ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეშტიასა და სათხეში საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაგიკ კარსლიანთან და სამშენებლო კომპანია შპს „ჯავახ-ავტოგზის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ნინოწმინდის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში არსებულ გზებს რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარები და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობისათვის განახლებული გზით გადაადგილება და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება გაცილებით გაადვილდება.
ნინოწმიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 488 000 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში ასფალტ-ბეტონის საფარი, გზის 4 კილომეტრამდე მონაკვეთზე იქნება დაგებული. აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულებულია საავტომობილო გზის მშენებლობა სოფელ განძაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.