საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით (01.03.2020), საქართველოში საერთო ჯამში გამოკვლეულია კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევა და ამ დრომდე დადასტურებულია სამი შემთხვევა.
„გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა. ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით ჩვენ დავადასტურეთ ერთი მესამე დადებითი შემთხვევა. ანუ ერთიანად, საქართველოში ჩვენ გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია სამი შემთხვევა“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, სამივე პაციენტი არის დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და სამივე მათგანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ირანიდან და ჩინეთიდან მოქალაქეების შემოსვლა თითქმის შეწყდა, ყველაზე მაღალი შემოსვლა კი ფიქსირდება იტალიიდან.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს მაღალი დასენიანებული ადგილებიდან. თითქმის შეწყდა ადამიანების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან. ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება იტალიიდან და ძირითადად შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, სხვადასხვა რეჟიმი მუშაობს, საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში 119 ადამიანი იმყოფება.
„აქედან საჩხერეში არის 31, აბასთუმანში-26, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში – 14, ვივამედის სასტუმრო განყოფილებაში -35, დაემატა შუაღამიდან ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. მოგეხსენებათ, გუშინ მოხდა მისი დაცლა ავადმყოფებისგან, სადაც არის დაახლოებით 90-ამდე ადგილი და დღევანდელი რიცხვით იქ წევს 13 ადამიანი, რომლებიც, როგორც კორონავირუსზე უარყოფითები, გადაყვანილი იქნენ ინფექციური საავადმყოფოდან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან მოქალაქეებს კვლავ მიმართა რამდენიმე რეკომენდაციით:
„პირველი ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი ავარიდოთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მაღალ, დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას. ესენი იყვნენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. დღეს მინდა, ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, რომ რადგან ევროპაში უკვე სერიოზული გავრცელებაა, დღეს საფრანგეთში უკვე 100 შემთხვევაა, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაში, იტალიაში უკვე გადააჭარბა 1 000-ს, ეს არ არის მანდატორული (სავალდებულო) რეკომენდაცია, მაგრამ არის რეკომენდაცია, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ მოვერიდოთ მოგზაურობას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.