საპატრულო ეკიპაჟმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა და მშობლებს უვნებლად ჩააბარა
10-09-2015, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს. საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი მათ უვნებლად ჩააბარეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი