მეუფე ნიკოლოზი: „ღვინო რომლითაც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი; ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი“
01-03-2020, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ აყვნენ. მისი აზრით, „ერთი მხრივ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორეს მხრივ, პანიკის ატეხვა აბსოლუტურად არ არის სწორი. პნევმონიით მსოფლიოში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით“.

 


როგორც მეუფემ საკვირაო ქადაგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ღვინო, რომელიც გადაიქცევა სისხლად ბარძიმში, რომლითაც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი. რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ, ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, პრინციპულად არასწორია ეს, რადგან გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი და ხორცი ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ დაავადებას“.

 


„რაც შეეხება კორონავირუსს, აბსოლუტურად ზუსტად გავარკვიე და გეტყვით ახლა, რაც ვიცი – ბავშვებში არის ერთი, თუ ორი შემთხვევა დაფიქსირებული, პატარა ბავშვებში კორონავირუსი არ ვრცელდება. საშუალო ასაკის ადამიანებში კორონავირუსი ვრცელდება, მაგრამ ძირითადად ჯანმრთელ ადამიანს მკურნალობის გარეშე გადააქვს. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანებს, მათთვის ნამდვილად საბედისწეროა, თუ არ უმკურნალე დროზე. ძირითადი შემთხვევები, რაც არის დაფიქსირებული მსოფლიოში, ძირითადად ასაკოვან ადამიანებზე არის დაფიქსირებული. ამიტომ, ერთი მხრივ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორეს მხრივ, პანიკის ატეხვა აბსოლუტურად არ არის სწორი. პნევმონიით მსოფლიოში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსით. ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა – დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლიო. ანუ, მგელი არის კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე ეს კორონავირუსი.

 


მოვუწოდებთ მოსახლეობას, პანიკას ნუ მივეცემით, არ არის სწორი. ვიდრე გავრცელდებოდა საქართველოში კორონავირუსი, ასეთი რამ ითქვა, რომ ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი. ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ხატზე მთხვევა აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, თუ ვემთხვევი, გადამედება, აუცილებლად ვემთხვევი იმიტომ, რომ ხატია, მადლი მოდის იქიდან და არ გადამედება. ამიტომ, ვისაც ამის ეშინია, არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. ნუ ემთხვევა, ჩვენ არავითარ რეკომენდაციებს ამაზე არ მივცემთ ადამიანს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი