სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ჩინელ მამაკაცს, რომელმაც იუნანის პროვინციაში კორონავირუსის შესამოწმებელ პუნქტთან ჯანდაცვის ორი ოფიციალური პირი მოკლა, იტყობინება CNN პროვინციის მთავრობაზე დაყრდნობით.
მამაკაცმა მცირე ზომის ფურგონის ტიპის ავტომანქანა შემოწმების პუნქტში შეიყვანა და უარი განაცხადა თანამშრომლების მიერ შეთავაზებული ინსტრუქციების შესრულებაზე. მძღოლის თანამგზავრი მეორე მამაკაცი ავტომობილიდან გამოვიდა და ოფიციალური პირების გაფრთხილებების მიუხედსავად საგზაო ბლოკირების ნიშნის მოცილებას ცდილობდა.
ოფიციოზის მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ინციდენტის ვიდეოგადაღება დაიწყო, რათა ის „სამხილის“ სახით ჰქონოდა, ამით „უკმაყოფილო“ მძღოლი ფურგონიდან გადმოვიდა და თანამშრომლისთვის მკერდსა და მუცელში ჯიბის დანის ჩაცემა დაიწყო. ამის შემდეგ მამაკაცმა ამავე შემმოწმებელ პუნქტზე მეორე თანამშრომელზე გაიწია და მასაც დანა ჩაარტყა მუცლის არეში. ჯანდაცვის ორივე მუშაკი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.