ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აფასებს და ამბობს, რომ „ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა“.
„აჰა, მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა საპროტესტო აქციებიც შედის აქ. გეუბნებოდით, ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა-მეთქი. ამაზე ბიძინოიდები ქირქილებდნენ ან ტრადიციულად იგინებოდნენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. სანამ არ შემოიტანეს დაავადება, საზღვარი, იგივე ირანთან, ცოცხალი თავით არ დაკეტეს. ამიტომ შეფასდება, ეს მათი მოცილების შემდეგ, განზრახ სასიკვდილო ინფექციის გავრცელებაში ხელისშეწყობად და ივანიშვილის თამადობით აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, წერს ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.