ქართველმა კალათბურთელებმა მაკედონიას ანგარიშით, 90-75 მოუგეს
10-09-2015, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსისთვის ბრძოლაში მაკედონიის ნაციონალურ გუნდს სასურველი ქულათა სხვავობით აჯობა.


ქართველებს ჯგუფიდან გასასვლელად მეტოქის მინიმუმ 5 ქულით დამარცხება ესაჭიროებოდათ, თუმცა მოწინააღმდეგეს 15 ქულით, ანგარიშით 90-75 მოუგეს.


ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო, ქართველთა კაპიტანმა 23 ქულასთან ერთად აქტივში 13 მოხსნაც ჩაიწერა.


ქართველები დღეს ხორვატებს შეხვდებიან. მაკედონელები სლოვენიელებს, ჰოლანდიელები კი ბერძნებს. ჰოლანდიისა და მაკედონიის ვერ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფიდან გამსვლელ მეოთხე ადგილს მოიპოვებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი