საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ პირადად გაიცნო თითოეული მათგანი, ესაუბრა მათ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე და პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროში და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.
აგრეთვე, ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს უკრაინაში საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის შეხვედრებს სისტემური ხასიათი მიეცემა.
შეხვედრის შემდეგ სტუმრების საპატივსაცემოდ გაიმართა მიღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.