ქალაქ ტფილისის 1886-1895 წლების განვითარების შტრიხები
02-03-2020, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი ქალაქ ტფილისისთვის დიდი ძვრების ხანა იყო, იგი ვითარდებოდა თითქმის ყველა მიმართთულებთ, მათ შორის რა თქმა უნდა საქალაქო მშენებლობაც, რომლის პირველი ნამდვილი ბუმი 1886-1895 წლებზე მოდის, თუმცა ამით 1880 წელიც გამოირჩეოდა.

 


აღნიშნულ პერიოდში ტფილისი, საგუბერნიო ხუროთმოძღვრების განყოფილების გეგმის მიხედვით შენდებოდა და ქალაქის მიწაზე შენობის აშენებას ესაჭიროებოდა ტფილისის მმართველობის ნებართვა, რის გამოც წელიწადში, ტფილისის "ტეხნიკების" მიერ, მზადდებოდა 400-დან 500-მდე "პლანი" ანუ გეგმა. პარალელურად პოლიცმეიტერის ბრძანებით ბოქაულები იმავე "ტეხნიკებთან" ერთად ადგენდნენ ავარიული სახლების ნუსხას, მით უფრო 1892 წლის მიწისძვრის შემდეგ, როცა სახლები დაზიანდა და რამდენიმე "ჩამოიქცა" კიდეც.

 

 

ქალაქის მმართველობის ძალებით ტფილისში დიდი მუშაობა იყო გაჩაღებული ცენტრალური ქუჩების და მიმდებარე სახლების გალამაზება-შეკეთებისათვის. შეკეთდა და მოირთო გოლოვინის პროსპექტი, შუაბაზარი, კუკიის მიხაილოვის ანუ კოლონიის ქუჩა (დღეს მარჯანიშვილისა და ზაარბრიუკენის მოედნებს შორის მონაკვეთი). სახლები შეიღება, მოწითალოდ, მწვანედ, ლურჯად, "ფუსტულის ფრად", ცისფრად, რუხად და ყვითლადაც. მთელ შუაბაზარში სიონამდე, სადაც ძველი დუქნები იყო, ყველა განაახლეს. არსებული ძველი ბანები და ბალახანები დაანგრიეს და ახალი სახურავები გაუკეთეს. დუქნებს კარები და დარაბები შეუღებეს, კედლები კი შეულესეს. ბაზრებში ყველა დახლთან , დუქნების წინ ქუჩის მხარეს გაკეთდა ტილოს "სახურავები" (მარკიზები , ტენტები) ასეთი სამუშაოები ჩატარდა თითქმის ყველა უბანში. საითაც გაიხედავდი ყველგან დიდრონ შენობებს აშენებდენ. ქალაქს "დღე-დღეზედ" ახალი შენობები და სახლები ემატებოდა, მაგრამ მაინც არასაკმარისი იყო კავკასიის მზარდი ცენტრისთვის.



ტფილისელი მუშები და კალატოზები ვეღარც კი ასდიოდნენ სამუშაოს, რის გამოც რუსი და სპარსელი კალატოზებიც გაჩნდნენ და ძლიერ გამრავლდნენ კიდეც. ამის მიუხედავად დურგალი, კალატოზი და მუშა მაინც ძვირად ფასობდა, დღეში 2,5 მანეთი. სამუშაოთა მატების და მოთხოვნილების გაზრდის გამო გაძვირდა ცემენტის ფასი 10 ფუთი 8 მანეთის ნაცვალად, 12 მანეთი გახდა. ტფილისში კი მზადდებოდა ცემენტი, მაგრამ ხშირად უხარისხო, იყო შემთხვევები სქელი კედლების რღვევისა. ამიტომ ცემენტის ხარისხზე ქალაქის ინჟინრებმა დაიწყეს ყურადღების მიქცევა. ბევრი იყო აგურის ქარხანა, რომელთა უმრავლესობა მაზუთის მოხმარებაზე გადავიდა, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობთ გაუყიდავი ტივის რიცხოვნობა და საწვავი ხის გაიაფება. ჩუღურეთში, მეორე გონჩარინის ქუჩაზე მოიპოვებოდა აგრეთვე თიხა.

 


მშენებლობები გასცდა ცენტრალურ ქუჩებს და უბნებს, კუკიაში მიხეილის ქუჩის შემდეგ პირველი ადგილი თავისი დიდრონი და მდიდრული სახლებით ელისაბედის ქუჩას ეჭირა. ვერაზე, სადაც მინდორი და ხევი იყო, გაჩნდა პატარა უბანი "ახალი ჰოლანდია" , დიდუბეში ორ-სამ წელიწადში გაშენდა "პატიოსანი" ქალაქი, მშვენიერი ქუჩებით და სახლებით, "ისეთი კარგი რომ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა". აქვე რკინიგზის ლიანდაგთან აშენდა რკინიგზის ქსენონი (რკინიგზის საავადმყოფოს ჩანასახი). ეგ იყო რომ დიდუბესა და დანარჩენ ქალაქს მუშტაიდის ბაღი ჰყოფდა, გუბერნატორის ნებართვით გზაც გაიჭრა.

 

 

ამ უბნებში ხელისუფლების მიერ აიკრძალა ახალი ქარხნების აშენება, მეტიც, საზოგადოების აზრით ძველი ქარხნების გადატანის საკითხიც დადგა.

 


ტფილისში საკმაოდ მრავლდება რიცხვი ქართველ ხელოსანთა, რომლებიც ქალაქის განაპრას პატარ-პატარა ქოხების კეთებასაც ძლიერ ეტანებოდნენ. ასეთები ბევრნი იყვნენ ვერაზე, არსენალისკენ, კუკიაში, მთაწმინდის კალთებზე და სხვა. რკინიგზის ვოგზალის ზემოთ მდებარე ტერიტორია, ქალაქმა წვრილ-წვრილ ნაკვეთებად დაჰყო და გაყიდა. ამ ადგილზე ახალი უბანი გაშენდა, რომელსაც "მოკრაია ბალკა" დაერქვა. ყველა ხელმოკლე რკინიგზის მოსამსახურე და ხელოსანი აქაურობას მიეტანა უფრო ახლოს რომ ყოფილიყო თავის სამუშაო ადგილთან. აქვე დასახლდა ბევრი "იმერელიც" (იგულისხმება დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი). თუმცა სტიქიურიად დასახლებები მაინც გრძელდებოდა. ამ გარემოებამ გუბერნატორი აიძულა უკანონოდ აშენებული 300 ქოხი კანონიერად ეცნო. საბოლოოდ კი, 1895 წელს კუკიის ამ ნაწილს "ნაძალადევი" დაერქვა. მოკლე ხანში აქ ნაძალადეველებმა ეკლესიაც ააშენეს.

 


მშენებლობის ასეთი ბუმის გამო ქალაქის მმართველობამ შემოიღო სხვადასხვა რეგულაციები, მ.შ. სახლის მეპატრონეთათვის დადგენილ იქნა უფლება, ტროტუარზე კიბის მხოლოდ ერთი საფეხურის გამოტანისა და ისიც მაქსიმუმ 7 გოჯის სიგრძეზე. პოლიციის უწყების ძალისხმევით დაიწყო ქუჩების სახელდებისა და შენობათა ნუმერაციის მოწესრიგება.

 

 

ეგზარხოსის ინიციატივით და კავკასიის მთავარმართებლის განკარგულებით დაიგეგმა და სიონის ქუჩა ორივე მხრივ ერთი არშინით გაგანიერდა, რასაც ონანოვის ქარვასლა "შეეწირა და დააქცია".

 


გაიჭრა "ციციანოვის აღმართი", საიდანაც ზოგჯერ ქვები სცვიოდა, 1895 წ. 11 იანვარს კი ამ აღმართზე ქვის ზვავიც ჩამოწოლილა.

 


1895 წლის 3 იანვარს იკურთხა სასამართლოს ახალი შენობა. ელისაბედის ქუჩაზე დასრულდა ამიერკავკასიის რ/გ-ს სამმართველოს შენობის მშენებლობა და რკინიგზის სამმართველო მიხეილის ქუჩიდან გადავიდა ახალ შენობაში (ახლაც იქ არის). ახალ შენობაში გადავიდა მეორე კლასიკური გიმნაზია ვერის ხიდთან, წყლის პირას და მრავალი სხვა.

 


ამ მშენებლობებმა განაპირობეს კანალიზაციის ქსელის მოწესრიგება და ხშირ შემთხვევაში გაყვანაც, რადგან მანამდე მხოლოდ სოლოლაკში თუ იყო მოწესრიგებული ეს სისტემა.

 


1894 ქალაქის გამგეობა შეუდგა კუკიის ხიდის ბურჯების შეკეთებას. თვით ხიდი მოაპირკეთეს ქუთაისის ქვით. ხიდზე მხოლოდ ცხენის რკინიგზას დართეს მიმოსვლის ნება.

 


ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ მადათოვის კუნძულზე ააგო წყალდიდობისგან დამცავი დამბა, რომლის ნაწილი მოხვდა სომხების ეკლესიის მიწის ნაწილზე, უჩივლეს.
ბოტანიკურ ბაღში შეუდგნენ მეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობას.

 


ქალაქის გამგეობაში გაჩნდა აზრი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე ქუჩების გაყვანისა (სანაპიროების მშენებლობის იდეა).

 


სამწუხაროდ მშენებლობებზე ხდებოდა უბედური შემთხვევები, რასაც ეწირებოდნენ ხელოსნები და მუშები. ასე მაგალითად, ამიერკავკასიის დედათა ინსტიტუტის მშენებლობაზე ხარაჩოების ჩამოშლას მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპა რვა მუშა, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული ცნობილი არქიტექტორის, ზალცმანის მიმართ. მშენებლობებს ეწირებოდა მწვანე ნარგავებიც, მაგალითად, ალექსანდრეს ბაღში სამხედრო მუზეუმის მშენებლობას შეეწირა მრავალი ხის ნარგავი, ასევე მშენებლობისთვის მუშტაიდის ბაღს ჩამოეჭრა და გაიჩეხა გარგარის ბაღის ტერიტორია. მაგრამ ამ პერიოდს მიეკუთვნება ტფილისის მიმდებარე შიშველი მთების ფერდობებზე ხელოვნური ტყის გაშენების პროცესი. შავნაბადას მხარეს, გუბერნიის ციხისკენ (ორთაჭალა, ამჟამად დანგრეულია) მთის, მთაწმინდის კალთაზე და სოლოლაკის თავში ჩაიყარა "რამდენიმე 100 ათასი ნერგი". ბჭობდნენ ტყეების გაშენებაზე დიღმის, ავჭალის და კახეთის გზების მიმართულებით, ვინაიდან იქიდან წამოსული მტვერი და ბუქი ქალაქში უშველებელ კორიანტელს ქმნიდა. ამ კეთილშობილურ საქმის მოთავეთაგანი იყო ცნობილი ექიმი, მეცენატი და ქალაქის საბჭოს ხმოსანი ბატონი ნიკოლოზ ხუდადოვი, რომელმაც ამ საშურ საქმეს შემდგომ წლებშიც გაუძღვა.

 


რაც შეეხება საეკლესიო ნაგებობებს; ქალაქის საბჭო, დებულებით იყო ვალდებული ეზრუნა მართლმადიდებელთა ეკლესიების გამშვენებასა და კეთილმოწყობისთვის, რასაც ასე თუ ისე ახერხებდა კიდეც, მაგრამ ეს ცალკე თემაა.

 

 

*ქალაქელობა ნიშნავს: "თანამრავლობასა და თანაცხოვრებასა...შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ!" - საბა- სულხანი.

 

 

მასალა მე-19 საუკუნის ქართული პრესის მიხედვით მომზადებულია ედიშერ ოდიშარიას მიერ

 

 

კომენტარები: 28
#28   Nadine
      
References:


Instant bank transfer casino australia Osko casino deposit bonus
24 ოქტომბერი 2026 01:37
#27   Hulda
      
References:


Osko casino sites 2026 https://app.wedonthavetime.org
23 ოქტომბერი 2026 18:38
#26   Lynn
      
References:


MiFinity casino no verification withdrawal https://intensedebate.com/people/heavenhub02
22 ოქტომბერი 2026 09:05
#25   Tyree
      
References:


MiFinity casino customer support Australia new MiFinity casino sites
22 ოქტომბერი 2026 05:29
#24   Rashad
      
References:


Online pokies payid australia http://--btbbc1bctice0bhec4i.рф
21 ოქტომბერი 2026 16:31
#23   Reginald
      
References:


Bpay pokies free spins fund
casino account with BPay


References:


Real money bank transfer casinos australia australian casinos accepting wire transfers
21 ოქტომბერი 2026 15:58
#22   Ernestine
      
References:


Casino wire transfer BSB australia fast payout pokies wire transfer australia
21 ოქტომბერი 2026 10:38
#21   Isabella
      
References:


Pokies payid accepted australia gitlab.ujaen.es
20 ოქტომბერი 2026 13:23
#20   Elena
      
References:


Aussie online casinos wire transfer bank
wire pokies australia
20 ოქტომბერი 2026 12:28
#19   Quyen
      
References:


Fast bank transfer casino australia live pokies osko
20 ოქტომბერი 2026 05:10
#18   Linnie
      
References:


Osko casino fast withdrawal rcmx.net
17 ოქტომბერი 2026 22:15
#17   Tahlia
      
References:


Osko deposit casinos philosophywiki.space
17 ოქტომბერი 2026 12:38
#16   Soila
      
References:


Secure bank transfer casino Australia NAB casino wire transfer
14 ოქტომბერი 2026 06:47
#15   Cleo
      
References:


Is neosurf safe for online casinos small deposit neosurf casino australia
11 ოქტომბერი 2026 20:47
#14   Hermine
      
References:


Online sofortüberweisung casino http://bbs.88moli.top/
24 სექტემბერი 2026 18:40
#13   Eve
      
References:


Online Casino Sofort Echtgeld http://gjglm.com/
24 სექტემბერი 2026 02:48
#12   Bernice
      
References:


Deutsche Casinos mit Sofortüberweisung beste sofort
casinos
23 სექტემბერი 2026 17:25
#11   Venus
      
References:


Casino sofort ohne konto Sofort Casino Einzahlung
23 სექტემბერი 2026 12:00
#10   Ana
      
References:


Online casino mit klarna sofort bbs.ybk001.com
23 სექტემბერი 2026 10:56
#9   Maya
      
References:


Casino mit Sofort Einzahlung md.coredump.ch
22 სექტემბერი 2026 17:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი