პაატა ბურჭულაძე: თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს
10-09-2015, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისას" ადმინისტრაცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.


ფონდის განცხადებით, პაატა ბურჭულაძეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართის ჩამობრძანების შესახებ არც მედიასთან და არც ქალაქ ზუგდიდში 5 სექტემბერს ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე არ განუცხადებია.


"პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ტაძარი დასრულდება, მთელ ქართველ ერს ლოცვითი მსვლელობით სამეგრელოდან ერთი დღით ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე და სრულიად საქართველოს მოელოცა ეს უდიდესი სიწმინდე. ბატონ პაატას რომ ჰქონოდა ინფორმაცია კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარების შესახებ, მის ამ სურვილს ალბათ არ გამოთქვამდა.


რაც შეეხება 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, მახათას მთაზე ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაგეგმილია ჯვრის აღმართვა. სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, მოხდა ამ ორი თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც შემდგომში მოჰყვა გაუგებრობა.


თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ მსჯელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი