მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ტროტუარი.
რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 900 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა დაზიანებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. უახლოეს მომავალში მათ ეს პრობლემა მოუგარდებათ. ჩვენ კი წლის განმავლობაში, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.