ამირან გამყრელიძე: „ნიკა გვარამიამ ბევრი ტალახი ისროლა გადაცემაში და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ექიმებს, ვინც მას არ აჰყვა, პოლიტიკური შოუ დადგეს და უნდოდათ, მეც ჩავერთე პოლიტიკურ დისკუსიაში“
02-03-2020, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან ტოლერანტული ვარ, იმიტომ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ, მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას, - ასე გამოეხმაურა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ნიკა გვარამიას გუშინდელ გადაცემას.

 


მისი თქმით, გუშინ, ტელეწამყვანმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ექიმების მიმართ ბევრი ტალახი ისროლა. მისივე თქმით, ის დათანხმდა ტელეწამყვანის შემოთავაზებას გადაცემაში მონაწილეობაზე იმ პირობით, რომ შოუს პოლიტიკური სარჩული არ ექნებოდა, თუმცა გამყრელიძე გადაცემაში არ მივიდა.

 


„ბევრი ტალახი ისროლა გუშინ პირადად ნიკა გვარამიამ და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ექიმებს, ვინც იმ გადაცემაში ისხდნენ, არცერთი არ აყვა, ისინი არიან მაღალპროფესიონალი ხალხი, ვახო კალოიანი, მადლობა მას, ზურაბ გურული, ამერიკიდან, ინგა კვიცარიძე, ავსტრიიდან, ბუთხუზი, ერთ-ერთი წარმატებული კაცი, ვინც National Geographic-ი შექმნა ქვეყანაში, ექიმი ინფექციონისტი, არცერთი არ აჰყვა ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟს, მას სურდა, რომ მე ჩავეთრიე, მე გუშინ დავთანხმდი ნიკა გვარამიას, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი, როგორც თქვენთან ერთად და ბევრ ეთერში ვსაუბრობ, ვისაუბრებდი იმ პროცესებზე, რაც დღეს მიმდინარეობს, რა გვიჭირს, რაში გვინდა დახმარება, ღია ვარ, დავთანხმდი ამაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული, ავუხსენი მე მას, რომ 2004 წლიდან, როდესაც მე დავტოვე პოლიტიკური თანამდებობები, აღარ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს, არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა, ძალით უნდოდათ იქ ჩემი პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა და დადგეს მერე პოლიტიკური შოუ, რაც ნახეთ იქ. ჩვენ დღეს ყველა ერთმანეთის სოლიდარული ვართ და უნდა ვიყოთ, ეს ზეპარტიული საკითხია. მე ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც იქ „ჩაფლავება“ და „ჩავარდნა“ თქვეს ჩვენს ყველაზე დიდ პროგრამაზე, C-ჰეპატიტის ელიმინაციაზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ყველგან, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით გამოიყენო.“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი